0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული

მიხეილ შაყულაშვილი
მიხეილ შაყულაშვილი

დაბადების თარიღი: 

10 ნოემბერი 1976 წელი

განათლება

2019 წ. – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. კრიმინოლოგია. დოქტორანტურა, დისერტაციის დასახელება, დაცვის თარიღი კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებები დიდი ქალაქის პირობებში (ქ. თბილისის მაგალითზე). 10 მარტი 2019 წ. აკადემიური ხარისხი – სამართლის დოქტორი.

2000 წ. – თბილისი, საქართველო. ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის    საეთრაშორისო სტანდარტების ძირითად პრინციპებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.

1993-1998 წწ. – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

1982-1993 წწ.  – თბილისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე  სკოლა.

 

სამუშაო გამოცდილება

2019-2022 წლის ივნისიდან  დღემდე – ალტე უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი.

2019-2022 წლის სექტემბრიდან  დღემდე – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.

ასოცირებული პროფესორი.

2017-2019 წწ. –  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი: ასისტენტი.

15.08.2022 წ. - დღემდე - გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებული 

20.07.2020 წწ. – 15.08.2022 წ. – საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

16.12.2018 – 20.07.2020 წწ. – საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  (სუდ-ში, ანტიკორუფციულ სამსახურში,  კონტრტერორისტულ ცენტრში, სუს გენ. ინსპექციაში და კონტრდაზვერვაში), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ – სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

22.02.2018  – 16.12.2018 წწ. – საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  (სუდ-ში, ანტიკორუფციულ სამსახურში,  კონტრტერორისტულ ცენტრში, სუს გენ. ინსპექციაში და კონტრდაზვერვაში), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ – სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

21.11.2013 – 22.02.2018 წწ. – ქალაქ თბილისის პროკურორი.

21.02.2012 – 21.11.2013 წწ. – ქალაქ გორის რაიონული პროკურორი.

26.10.2009 – 21.02.2012 წწ. – ქალაქ ხაშურის რაიონული პროკურორი.

17.12.2007 – 26.10.2009 წწ. –  ქალაქ მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.

12.06.2007 – 17.12.2007 წწ. – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

25.07.2006 – 12.06.2007 წწ. – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს  ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

03.05.2005 – 25.07.2006 წწ. – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

26.08.2004 – 03.05.2005 წწ. – მცხეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი.

14.12.2003 – 07.07.2004  წწ. – მთავარი სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი  გამომძიებელი.

18.07.2003 – 14.12.2003 წწ. – ვაზიანის (ქვ. ქართლის) რეგიონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.

03.10.2002 – 18.07.2003 წწ. – თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.

06.08.2001 – 03.10.2002 წწ. – თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი.

03.08.1998 – 06.08.2001 წწ. – თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე.

 

პედაგოგიური საქმიანობა

2015 წლის სექტემბრიდან დღემდე – თბილისის ღია სასწავლო (შემდგომში ალტე) უნივერსიტეტი.  სისხლის სამართლის კერძო ნაწილი

 

პროფესიული განვითარება

2001 წლიდან დღემდე – მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს გენერალური (შემდგომში მთავარი) პროკურატურის, აშშ-ს, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის, ასევე სახალხო დამცველის, გაეროს, ევროკავშირის, ევროჯასთის და სხვა მრავალი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ 100 -ზე მეტ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, კონფერენციებში თუ ლექცია-სემინარებში.

2001 წლიდან დღემდე  – ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სამართლებრივ საფუძვლებთან, პროკურატურის რეფორმასთან, ეთიკის კოდექსთან, სისხლის სამართლის კოდექსთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან, არასრულწლოვანთა და ოჯახური ძალადობის სამართალწარმოებასთან, საერთაშორისო სამართლის საკითხებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ  დანაშაულთან, ფულის გათეთრება – ლეგალიზაციასთან ზოგადად მძიმე დანაშაულთან და სხვა პრობლემატურ საკითხებთან   დაკავშირებულ 200-ზე მეტ  კონფერენციაში, გადამზადების კურსებში, სწავლებასა თუ ლექცია-სემინარებში.

2001 წლიდან დღემდე – გამორჩეული სამსახურებრივი საქმიანობისათვის მიღებული აქვს არაერთი მადლობა როგორც ხელმძღვანელობის, ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოებისაგან, რა დროსაც მონაწილეობდა სხვადასხვა გადამზადების კურსებსა და სემინარებში.

 

ნაშრომები, პუბლიკაციები          

გამოცემული  წიგნი – კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებები დიდი ქალაქის პირობებში (ქალაქ თბილისის მაგალითზე). გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი 2017 წ.

პუბლიკაცია: „კორუფციულ დანაშაულთა კლასიფიკაციის საკითხი“. გამომცემლობა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო კვლევების ჟურნალი. 2018 წ. ტომი „1“.

პუბლიკაცია: „კორუფციული დანაშაულობის თავიდან აცილების პოლიტიკაში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემატიკა“. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2017 წ. N8.

პუბლიკაცია: „კორუფციული დანაშაულის სასამართლო პრაქტიკის ზოგიერთი პრობლემური საკითხი“. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2016 წ.  N7.

პუბლიკაცია: „კორუფციის განსაზღვრის საკითხისადმი კონცეპტუალური მიდგომები საერთაშორისო აქტების მიხედვით“. საერთაშორისო პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“, 2016 წ.  N2(55).

 

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Top