0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შვეიცარიის ელჩის მონაწილეობით გორში ,,მეგობრობის ბაღი" გაშენდა
შვეიცარიის ელჩის მონაწილეობით გორში ,,მეგობრობის ბაღი გაშენდა
21 ივნისი 2016

გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა მოინახულა. იგი კმაყოფილი დარჩა ჩატარებული სამუშაოებით, რაშიც დიდი წვლილი იქ დასაქმებულ პრობაციონერებს მიუძღვით. ელჩის განმარტებით, ამ პირთა პროექტში ჩართულობა ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. მეურნეობა აგრეთვე მოინახულეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის და გორის მერიის წარმომადგენლებმა.

ამავე შემადგენლობამ, გორის კულტურისა და დასვენების ბაღში „მეგობრობის ბაღი“ გახსნა. აღნიშნულ ბაღში, ელჩთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ქალაქ გორის მერიის წარმომადგენლებმა. შავშიშვილის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაცია მიესალმება მსგავს აქციებს და ყოველთვის გამოხატავს მათში ჩართვის სურვილს.


Top