0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი თვის შედეგებით, 12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა
მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი თვის შედეგებით, 12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა
News contains an attached video
07 სექტემბერი 2016

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა. უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა, ხოლო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, 1 აგვისტოდან დაიწყო.

1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შემოვიდა (შარშან ამავე პერიოდში იდენტური მოთხოვნით მხოლოდ 7 526 მოქალაქემ მოგვმართა).

აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება,4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

მიწების რეგისტრაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ. მისი თქმით რეგისტრაციის პროცესი რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

"მიწის რეგისტრაციის რეფორმამ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას წლების მანძილზე არსებული პრობლემა გადაუჭრა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროცესი შიდა ქართლშიც აქტიურად მიმდინარეობს და მათ ვისაც სურს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ზედმეტი ბარიერების გარეშე, შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს“ – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ოქრომელიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციისთვის განცხადების წრადგენის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გარდაბანში, მცხეთაში, თბილისში, მარნეულში, ოზურგეთში, დუშეთში, ზუგდიდში, თელავში, გორსა და ლანჩხუთში დაფიქსირდა.

 

 

მიმაგრებული ვიდეო


Top