0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
გორში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
09 დეკემბერი 2016

გორში, ვერხვების დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების პოლიკლინიკური ტიპის სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე. "ახალი კლინიკა საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ასევე გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გორის და ზოგადად, რეგიონის განვითარებისთვის" – აღნიშნა გუბერნატორმა. სამედიცინო ცენტრში იფუნქციონირებს ლაბორატორია, რენტგენისა და ექოსკოპიის კაბინეტი. კლინიკაში პაციენტები ისარგებლებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სადაზღვეო მომსახურებით.

მიმაგრებული სურათები


Top