0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
კასპის მუნიციპალტეტმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
02 მარტი 2017

კასპის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში“, რომელშიც საქართველოს ორ მუნიციპალიტეტთან ერთად (დუშეთი, თიანეთი) გამარჯვებულად გამოვლინდა. მიმდინარე წლის 1 მარტს კი ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლს, გოჩა გოჩიტაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თემაზე ,,ინფორმირებული მოქალაქე - ძლიერი თვითმმართველობა“. ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს.  ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის მიღებაზე თანხმობისთანავე.
პროექტის მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. 


Top