0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა
გუბერნატორი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა
News contains an attached video
02 მარტი 2017

რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ტყვიავში, ძევერასა და კარალათში იმყოფებოდა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ხუბულური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძეც ესწრებოდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო. გუბერნატორი ადგილზე გაეცნო  სოფლების მგომარეობასა და მოსახლეობასთან ერთად განიხილა მათი საჭიროებები. კახა სამხარაძის თქმით, აუციელებელია ხელისუფლების პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ეს ხელს შეუწყობს ინფორმირებულობასა და საკითხების დროულად გადაწყვეტას, ამავდროულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა საკითხის გადაწყვეტის პროცესში. სოფლების მაცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს სტუმრობისთვის და ამავდროულად  სოფლებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ თანამშრომლობას დაპირდნენ. 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top