0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის გუბერნატორმა გორის უნივერსიტეტში გაცნობითი შეხვედრა გამართა
მხარის გუბერნატორმა გორის უნივერსიტეტში გაცნობითი შეხვედრა გამართა
07 მარტი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, პირველ მოადგილესთან იოსებ ოქორომელიძესთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნა. მანვე უმაღლესი საწავლებლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მხარის გუბერნატორმა. კახა სამხარაძე რეგიონის განვითარების საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ახალგაზრდა პროფესიონალების როლი და მათი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მხარის ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს ხშირად გამართავენ. 

მიმაგრებული სურათები


Top