0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მარანი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მარანი გაიხსნა
13 მარტი 2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კიდევ ერთმა მარანმა დაიწყო ფუნქციონირება. ამჯერად მე-18 საუკუნეში არსებული ,,შიოს მარანი" აღდგა, რომელიც 3 საუკუნის წინ სასულიერო პირს შიო რამაზაშვილს ეკუთვნოდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა გახსნის ცერემონია, სადაც ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მაჩაბელამ" ხალხური სიმღერები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი. გუბერნატორის თქმით,,,ღვინის ფენომენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის განვითარების საქმეში, ამდენად მნიშვნელოვანია რომ შიდა ქართლს კიდევ ერთი მარანი შეემატა". მარანის მასპინძელი გიორგი დვალიშვილია, რომელმაც ისტორიული ობიექტი შეისყიდა და საკუთარი ძალებით აღადგინა. მისი თქმით, გამომდინარე მისი სიძველისა, მარანის არსებობა კულტურული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 


Top