0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნიაში რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს
შიდა ქართლის გუბერნიაში რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს
03 აპრილი 2017

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის, კახა სამხარაძის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის მიმოხილვას. შეხვერდას რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ტურისტული სამსახურების ხელმძღვანელები, გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ესწრებოდა. დამსწრეებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს და განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის მხარის ერთ–ერთ კულტურულ–ტურისტულ ცენტრად გადაქცევას. რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა იმ რესურსის სასიკეთოდ გამოყენება, რაც რეგიონს გააჩნია, ასევე, აუცილებელია აქტიურად შეუწყოს ხელი თითოულმა მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ პროცესს, რათა საბოლოოდ ერთიანი პროდუქტი შეიქმნას.  მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

მიმაგრებული სურათები


Top