0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კახა სამხარაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა
კახა სამხარაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა
News contains an attached video
14 მარტი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსთან, მამუკა ლომსაძესთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოდისწყაროში, ქვემო ჭალაში, სამთავისში, ოკამში, ფერმასა და აღარიანში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცვნენ სოფლებში არსებულ ვითარებასა და მათ საჭიროებებს. შეხვედრაზე გუბერნატორმა გააჟღერა ინიციატივა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ, სადაც მაცხოვრებლები თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს მათი საჭიროებების მიხედვით. სამხარაძის თქმით ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში. რწმუნებული სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ–ორბელიანების სასახლე–მუზეუმშიც იმყოფებოდა. 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top