Logo

შეხვედრა USAID/NEO-ს გორის ოფისის თანამშრომლებთან

05 მარტი 2014

აღნიშნული მხარდაჭერა ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ბიზნეს უნარ-ჩვევების გაძლიერებას, და თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას. გასული წლის მანძილზე NEO-მ შიდა ქართლში 142 დაუცველ ოჯახს გაუწია დახმარება, რაც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში შინამეურნეობების წარმოების მაჩვენებლის სულ მცირე 15 პროცენტით ზრდას. როგორც ცნობილი გახდა მომდევნო წლის განმავლობაში, NEO გეგმავს დამატებით 15 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების თემებში. ამ პროექტების განხორციელებაში ზურაბ რუსიშვილმა NEO-ს მხარდაჭერა აღუთქვა. USAID/NEO პროექტის თანამშრომლების მიერ მხარის რწმუნებული მოპატიჟებულ იქნა 7 მარტს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად - „როტოტილერების გადაცემა მცირე გრანტების მიმღებთათვის გორში“.