Logo

გიორგი ხოჯევანიშვილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

01 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. ,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, ახალგაზრდებს საშუალება გაქვთ მიიღოთ სრულფასოვანი განათლება, რომელსაც შემდეგ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. ასევე, მადლობას გიხდით პროფესორ-მასწავლებლებს თქვენი საქმიანობისთვის“ - მიმართა შეკრებილებს რწმუნებულმა. ხოჯევანიშვილის თქმით, რწმუნებულის ადმინისტრაცია მზდაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან და სტუდენტების ჩართულობით გარემოსდაცვითი თუ ეკოლოგიის მიმართულებით რეგიონისთვის საჭირო აქტივობები განახორციელოს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.