Logo

გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონის წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

05 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურზე მყოფი 361 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვა. მოსწავლეებს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. ,,მიხარია, რომ წარჩინებული მოსწავლეების სტატუსით ბევრნი ხართ შეკრებილნი და პირადად მომეცა საშუალება, მოგილოცოთ. თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი, ამიტომ მნიშნელოვანი და აუცილებელია, წარჩინებულები იყოთ არამხოლოდ ახლა, არამედ სკოლის, უნივერსიტეტის დამთავრებისას, რათა თქვენი ცოდნითა და ნიჭით ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოთ. განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვიცი რომ ეს თქვენც კარგად იცით და მე, არამხოლოდ რეგიონის გუბერნატორი, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებეს გისურვებთ“ - მიმართა შეკრებილ ახალგაზრდებს გიორგი ხოჯევანიშვილმა. 


პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.