Logo

გიორგი ხოჯევანიშვილი რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

22 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხს, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. ხოჯევანიშვილის თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება.