Logo

გორში გამწვანების აქცია მოეწყო

22 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი გამწვანების აქციაში ჩაერთო, რომელშიც საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები და სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. აქციის ფარგლებში ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში და ქალაქის ცენტრში 250 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო. აქციის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გამწვანების ხელშეწყობა და ეკოლოგიის თემის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
გუბერნატორის თქმით დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, რადგან რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა, გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების ხელშეწყობა რეგიონის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხის დარგვა იგეგმება.