Logo

კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო

23 ოქტომბერი 2018

შიდა ქართლში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება. რეგიონში სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, კასპში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი შენდება. საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. საფეხბურთო სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მასშტაბურ პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, დაგეგმილია კასპის საფეხბურთო სკოლისა და სავარჯიშოდ განკუთვნილი მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.