08 მარტი 2014
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ამ პროექტის პარტნიორია. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო ფრაქცია ,, ქართული ოცნების,, თავჯდომარე გიორგი ვოლსკი, შიდა-ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მისი მოადგილე გიორგი თოთლაძე, გორის რაიონის მაჯორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, გორის რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძე, საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე.აღნიშნული შეხვედრის შემდეგ შიდა-ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი გაესაუბრა ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს მოისმინა მათი პრობლემები და დახმარება აღუთქვა.დევნილ მოსახლეობას წიგნები და სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცა საქართველოს პარლმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა. დევნილები საეკლესიო კალენდრებითა და საპატრიარქოს ეგიდით გამოცემული წიგნებით დაასაჩუქრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა.