25 ოქტომბერი 2018
შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე ახალი პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს 2 ქალაქში - გორსა და ზუგდიდში, ძირითადად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხორციელდება.
პროექტის მიზანი ქალთა და გოგონათა გენდერული ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების გაუმჯობესებაა, რომელიც დევნილთა თემებში ხარისხიანი მომსახურების გაწევის, ქცევითი ცვლილებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მეშვეობით იგეგმება. პროექტი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ორმხრივი შეხვედრის დროს მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, იგი მზადაა პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას ხელი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს იმისთვის, რომ სამიზნე ჯგუფებისთვის საბოლოო შედეგი იყოს ნაყოფიერი და ხელშემწყობი მათი შემდგომი საქმიანობისთვის.