Logo

შიდა ქართლის გუბერნატორი ახალგაზრდებს შეხვდა

07 ნოემბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. გუბერნატორმა რეგიონის განვითარების შესახებ  ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ გააცნო ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გუბერნატორმა რეგიონის გარემოს დაცვით საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაზე, რეგიონში დაგეგმილ პროექტებსა და ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებმაც, თავის მხრივ, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაუსვეს შეკითხვები, ასევე, რწმუნებულს  არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებებიც გააცნეს.  გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდება, როგორც გორში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. "ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, ვისაუბრეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, მოვისმინე ახალგაზრდების ინიციატივები. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გონიერი და ინტელექტუალი მომავალი თაობა გვყავს. ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართვა და მონაწილეობა რიგი საკითხების გადაწყვეტაში მეტად მნიშვნელოვანია, მათზე უკეთ არავინ იცის ახალი თაობის საჭიროებების შესახებ. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ გავითვალისწინოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მიერ მოწოდებულ იდეებსა თუ ინიციატივებს." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.