08 ნოემბერი 2018
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და შპს. საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი ოთარ შამუგია. ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების 1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე გახსნილია ხაშურის შემოსასვლელთან, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახურული მონაკვეთი, სადაც ინტენსიური სამუშაოები ხორციელდება. უკვე გაიწმინდა მდინარე მტკვრიდან აღნიშნულ მონაკვეთამდე ორ კილომეტრზე მეტი ღია არხი. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია და დახურულ მონაკვეთებზე. იგეგმება არხის კალაპოტის გაგანიერება.
რამდენიმე კვირის წინ ხაშურში, იმერეთის ქუჩის მაცხოვრებლებს გუბერნატორი შეხვდა და ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებას. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექის მოსვლა წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა როგორც მათ, ისე მათი სახლების უსაფრთხოებას. ამიერიდან კი არხში წყლის შეუფერხებელი გადინება ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.