13 ნოემბერი 2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილი რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრეები შიდა ქართლიდან დაიწყო და ქალაქ გორში 300-მდე ფერმერს შეხვდა. შეხვედრა რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნა.შიდა ქართლის გუბერნატორმა ფერმერებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მუდმივი კონტაქტი ხორციელდება. „სოფლის მეურნეობა პროგრესირებადი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი კონტაქტი ფერმერებთან. რათა ის პროექტები რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს იყოს მორგებული საჭიროებებს და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წლიდან კვლავ აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ლევან დავითაშვილმა შეკრებილებს 2018 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ არსებულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში არსებულ წინსვლასა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პოლიტიკას.
„2018 წლის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი, აქედან ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ერთიანი აგროპროექტების დაფინანსებაზე. დღეს შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლში, მაგრამ სამინისტროს დაგეგმილი აქვს საქართველოს ფაქტიურად ყველა რეგიონში ჩასვლა, რათა ფერმერებს ვესაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც არსებული პროექტების შედეგებზე, ასევე იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მომავლ წელს არის გათვალისწინებული.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა.