Logo

ზერტისა და მოხისის მოსახლეობა გაზმომარაგებით ისარგებლებს

14 ნოემბერი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორმა აზერ მამმადოვმა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ რეგიონში გაზიფიცირების კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ოჯახებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში. 
სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით და კომპანია „სოკარი“ გაზიფიცირების ინტენსიურ პროგრამას ახორციელებს - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაფარულია, ბუნებრივი აირი 129 სოფელშია შეყვანილი, ახლა სამუშაოები კიდევ 15 სოფელში მიმდინარეობს“.
შიდა ქართლში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 4 მუნიციპალიტეტი, 129 სოფელი, 28,213 აბონენტი. დღეისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის 7 სოფლისთვის (ქემფერი, ცოცხნარა, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა, ქვემო აძვისი) გამოცხადებულია ტენდერი და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები.