Logo

პრემიერი კასპის „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

16 ნოემბერი 2018

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპში „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას.

ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.