Logo

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა

19 ნოემბერი 2018

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. ზაურ კალოევის სახელობის ტურნირი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და უკვე მეორედ ჩატარდა. ასევე, ტურნირის პარტნიორები ტურნირში არიან ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. ფინალური შეხვედრა წეროვანის ,,ლიახვი 2-სა“ და კასპის ,,განთიადს“ შორის გაიმართა და ,,ლიახვი 2-ის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3-2. თამაშის ბოლოს მონაწილე გუნდები თასით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. შიდა ქართლის გუბერნატორი პატარა ფეხბურთელებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა.