Logo

ხაშურში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

19 ნოემბერი 2018

ხაშურში, სამედიცინო ცენტრ ,,ახალი კლინიკისა“ და ევექსის ორგანიზებით მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. პროცესს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. აქციის ფარგლებში, პაციენტებს სხვადასხვა სახის ის გამოკვლევები ჩაუტარდათ, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს. ,,ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა ხაშურში. ეს არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა უსასყიდლოდ ისარგებლონ მთელი რიგი კონსულტაციებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომა.“ - აღნიშნა გუბერნატორმა. უფასო სამედიცინო აქციით ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.