Logo

რეგიონის მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა

22 ნოემბერი 2018

ტყვიავის ამბულატორიაში სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ და მედპერსონალს გაესაუბრნენ. მინისტრმა და გუბერნატორმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისწავდომობაზე გააკეთეს აქცენტი.

მოგვიანებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შედგა. მედიკოსებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა და გუბერნატორმა მათ მიერ დასმულ შეკითვებს უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს კი ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილი ექიმი-ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა.