Logo

ზურაბ რუსიშვილის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

29 მარტი 2014

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით ასეთი ფორმატის შეხვედრები საკმაოდ მომგებიანია ორივე სექტორისათვის. აღნიშნულ პოზიციას მხარის რწმუნებულიც იზიარებს. შეხვედრაზე გუბერნატორმა, აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო სექტორმა ურთიერთანამშრომლობის ფორმატს უნდა მიმართოს. რწმუნებულმა ისიც დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად უნდა გაიმართოს, რადგან აღნიშნული ფორმატი პრობლემების გაანალიზებას და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას შეუწყობს ხელს. ზურაბ რუსიშვილი: ,, ვფიქრობ, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ღონისძიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ერთმანეთის საქმიანობის გაცნობას გულისხმობდა, დღეს შევიმუშავეთ გარკვეული ფორმატი, რასაც სამომავლო ურთიერთობისას გამოვიყენებთ. ვთვლი, რომ ორივე მხარემ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ახლოს ვიყოთ ხალხთან, მოქალაქეებთან და მაქსიმალურად ბოლომდე ჩავეძიოთ იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს. ‘’