Logo

გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

11 დეკემბერი 2018

გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციაპლიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი ჩართულობით აშენდება. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიას სახელობის იქნება და მომავალ წელს გაიხსნება.

“მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციაპლიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი ჩართულობით აშენდება. შესაბამის ოთხმხრივ მემორანდუმს ხელი უკვე მოვაწერეთ. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიას სახელობის იქნება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. გორი, თბილისის შემდეგ, პირველი ქალაქია, სადაც მშენებლობის დაწყების მიზნით კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო და ეს დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის შემდგარი თანამშრომლობა სწორედ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით შედგა. ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გორში ექსპლოატაციაში მომავალ წელს შევა”- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.