Logo

რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიებს 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს

26 დეკემბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებული რეგიონში მომუშავე იმ საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. შეხვედრა 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების განხილვით დაიწყო. გიორგი ხოჯევანიშვილმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ასევე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და კომპანიებს 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მომავალ წელს მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, რათა მოსახლეობამ ხარისხიანი და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.