Logo

გოგებაშვილის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

27 დეკემბერი 2018

ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა. ,,რეაბილიტაციის შემდეგ გოგებაშვილის ქუჩა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა, დაიგო ასფალტი, მოეწყო ჯებირები, ამჟამად მწვანე ნარგავები ირგვება, რაც კიდევ უფრო გაააუმჯობესებს ქუჩის იერსახეს. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებს შევხვდით, რა დროსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა დაასახელეს. ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ ყველა ის მოსაზრება თუ იდეა, რაც ქალაქს და ზოგადად, რეგიონს სასიკეთოდ წაადგება ," - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. ჯამში, 70-მდე ვერცხლისებრი ნაძვი დაირგვება. გამწვანების სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.