Logo

ერგნეთში საშობაო ბაზრობა მოეწყო

30 დეკემბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო. 
ერგნეთში საშობაო ბაზრობაც გაიხსნა, ადგილობრივ მოსახლოებას საშუალება ჰქონდა გაეყიდა მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია. ასევე, ჩატარდა კონცერტი, გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება, რომელსაც მეზობელი სოფლების მოსახლეობაც დაესწრო.