09 იანვარი 2019
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონის სამედიცინო სექტორში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. რეგიონში მოქმედი „გორმედის“ ქსელის კლინიკები - გორის საუნივერსიტეტო კლინიკა, დედათა და ბავშვთა ცენტრი, ქარელის ცენტრალური საავადმყოფო და ხაშურის კლინიკური საავადმყოფო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
,,რეგიონის სამედიცინო სექტორი სრულად აკმაყოფილებს ვირუსული ინფექციების გავრცელების შესაძლო საფრთხეებს. არის რესურსი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პაციენტების მოთავსება მოხდეს სტაციონარში. მედიკამენტების მარაგების და ტექნიკური თვალსაზრისით, რეგიონში არსებულ სამედიცინო სექტორს რაიმე შეფერხება არ აქვს“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.
კლინიკის დირექტორის თქმით, არსებობს 70 სტაციონარული ძირითადი საწოლის რეზერვი და გარდა ამისა, დამატებით შესაძლებელია 31 საწოლის განთავსება. ასევე, აღნიშნა ისიც, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, რისკების შესამცირებლად მოსახლეობის მიმართვიანობა უნდა იყოს დროული.