16 იანვარი 2019
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელში გარე განათების სამუშაოები განხორციელდება.
საერთო კრებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
ქვეყნის მასშტაბით სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამის მიზანია, მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს თუ რა ესაჭიროებათ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უკეთ იციან სოფელში არსებული გამოწვევები. ეს ხელს შეუწყობს თვითმართველობის განვითარებას და მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დღეიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.