01 თებერვალი 2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალოიტეტის სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრნენ.
ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამიდან შიდა გზების მოხრეშვა მოხდება, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით და ლევან იზორიას ინიციატივით თავდაცვის სამინისტრო სოფლის სტადიონის კეთილმოწყობას დააფინანსებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კი სკოლის ტერიტორიას შემოღობვას უზრუნველყოფს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.