05 თებერვალი 2019
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე კომპანია ,,სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებასა და შესაძლო რისკების შემცირებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პრევენციის მიზნით, კომპანია ,,სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები ორივე რეგიონში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს შეამოწმებენ. პირველ რიგში დაგეგმილია საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებში განთავსებული გამათბობლების შემოწმება. ეტაპობრივად განხორციელდება სხვა ობიექტების შემოწმებაც.
,,ბუნებრივი აირი მოხმარების უსაფრთხო გამოყენება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში, ეს ნათლად დაგვანახა ბოლო პერიოდში მომხდარმა შემთხვევებმაც. ვფიქრობთ, დროული პრევენცია თავიდან აგვარიდებს რიგ საშიშროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.