05 აპრილი 2014
ჯარისკაცებთან ერთად აქციაში სამხედრო ჯარების სარდლობის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და მე–5 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე–პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძეც ჩაერთვნენ. „მწვანე მომავლის“ მონაწილეებმა 400 ხე–200 იფანი და 200 ნეკერჩხალი დარგეს. გამწვანების კამპანია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერაა ინიცირებული. აქციის მიზანი საქართველოში გამწვანების ხელშეწყობა და ეკოლოგიის თემის პოპულარიზაციაა. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყნის მაშტაბით მილიონი ნერგის დარგვა და გახარებაა დაგეგმილი.