Logo

ხაშურის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაიწყება

06 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მელიორაციის სამსახურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში იმყოფებოდნენ და სარწყავი არხის მოწესრიგების საკითხი განიხილეს. პირველ ეტაპზე მოხდება საჭიროებების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც, შესაბამის სამსახურებთან ერთად, სამუშაოები დაიწყება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება ათამდე სოფლის სახნავ-სათესი სავარგული, რაც ხელს შეუწყობს ხაშურის მუნიციპალიტეტში აგრარული მიმართულების განვითარებას.