Logo

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

11 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ხაშურში სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრნენ.

მრავალფუნქციური დაწესებულება 1500-ზე მეტ აღსაზრდელსა და სპორტსმენს მოემსახურება. შენობაში განთავსებულია კალათბურთის, ფუთძალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. ასევე, მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო. შენობაში იფუნქციონირებს 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სპორტკომპლექსის ეზოში კი მოეწყო მინი სტადიონი, ჩოგბურთის მოედანი, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.