11 აპრილი 2014
აღნიშნული შეხვედრა მოეწყო შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა- ანეტა პიატეკიმ, (უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი), ხოლო შემდეგ განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: 1) გურამ მაჭარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე - გუბერნიის ადმინისტრაციული ხედვა და გეგმები ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. 2) დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე -სიტუაცია და სამთავრობო დახმარების გეგმები გორის მუნიციპალიტეტში ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. 3) ანეტა პიატეკი, უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი -ადამიანის უსაფრთხოების თანამონაწილეობითი შეფასების ანგარიშის წარდგენა.