Logo

გიორგი ხოჯევანიშვილი ატენის მოსახლეობას შეხვდა და წყლის მიწოდების საკითხს ადგილზე გაეცნო

18 მარტი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში იმყოფებოდა და ის უბნები მოინახულა, სადაც ამჟამად წყლის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება. ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკითხის გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, საჭიროა გეოლოგიური დასკვნა და არსებული ხარვეზის მიზეზების გამოკვლევა. ამიტომ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტირებაზე გამოცხადდება ტენდერი და ამის შემდეგ განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება სოფელში სარწყავი წყლის სისტემის დაზიანებული მონაკვეთის საკითხს, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

მიმდინარე წელს ატენში ასევე დაგეგმილია ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ასევე, ატენის სიონის მიმდებარედ მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ავტოსადგომისა და საპირფარეშოების განთავსებას გულისხმობს.