Logo

რუისში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი გაიხსნა

03 აპრილი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ხოჯევანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ,,გრინვეის" ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში იმყოფებოდა და ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესს პირადად გაეცნო. მისი თქმით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხელი შეუწყო სამუშაო ადგილების შექმნას და ასევე, ადგილობრივ მძღოლებს საშუალება მისცა ადგილზე მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება.

რუისში მდებარე სერვისცენტრში 9 ადამიანი დასაქმდა, სადაც ტექნიკური ინსპექტირება 2000-მდე ავტომანქანამ უკვე გაიარა.