Logo

დაბა სურამში ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო

02 აპრილი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურმში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. ხოლო, სეზონის დადგომისთანავე ტყის გაშენების ღონისძიებებიც დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება.

გასულ წელს ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა - მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც 3,3 ჰა ფართობზე გახორციელდება.