Logo

შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა და ხურვალეთის მოსახლეობას შეხვდა

30 მარტი 2019

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია, მოადგილეებთან და შიდა ქართლის სახელწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და  უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

გიორგი გახარია ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.