15 აპრილი 2014
მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სააგენტო ,,რესის,, მეშვეობით დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა: ,,სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს." შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მისი მოადგილე სოფელ აძვში იმყოფებოდნენ. სტუმრები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და სიფრთხილისაკენ მოუწოდეს. 2014 წლის 16 აპრილს საღამოს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული, ,, TV 3-ის,, გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს. ჟურნალისტები ჯერ შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არაჰიგიენურ პირობებზე საუბრობს. ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოსი პიროვნება, რომელიც ქართულად ელაპარაკებოდა დაკავებულს, ძალიან კეთილგანწყობილი იყო მათ მიმართ: ,,იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარგად გვექცეოდნენ, განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი დამამახსოვრდა, რომელიც ქართულად გველაპარაკებოდა და კეთილგანწყობილი იყო. გვეკითხებოდა , ხომ არაფერი გვჭირდებოდა და თავაზიანობას გამოხატავდა - თქვა ბელა ზაქაიძემ.