Logo

გორში 9 აპრილი გაიხსენეს

09 აპრილი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 9 აპრილის სახელობის სკვერში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. "1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა - ეს არის საქართვლოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღე, თუმცა მიუხედავად დიდი ტრაგედიისა და უმძიმესი წუთებისა, ეს დღე ჩვენთვის - ქართველი ერისთვის დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. მაშინდელმა ერთიანობამ, სიმამაცემ და სულისკვეთებამ შედეგი გამიღო და დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ამიტომ მადლობა თავისუფლებისთვის იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს სახელით 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირნენ, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იმ დღეს და შემდგომაც არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ორი წლის თავზე, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა იზეიმა." - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

30 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.