Logo

ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში წყლის დაზიანებული მილების შეცვლა მიმდინარეობს

13 აპრილი 2019

ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში წყლის დაზიანებული მილების შეცვლა მიმდინარეობს. პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა დაათვალიერა. სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. "დევნილების საჭიროებების მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ მუდმივად ვართ კონტაქტზე მათთან. ამავდროულად, ჩემი საკურატორო მიმართულება სწორედ დევნილები და მათთან დაკავშირებული საკითხებია. აქედან გამომდინარე, სრულად ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან და ეტაპობრივად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერათდ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, ეს იქნება გზის მოწესრიგება ჩასახლებებში თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურული მიმართულება", - აღნიშნა ქრისტესიაშვილმა.

რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივებსაც გაესაუბრა და დევნილთა პირობების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამის სამსახურებთან, რათა დევნილთა საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდეს.