Logo

დირბის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

20 აპრილი 2019

ქარელის მუნციპალიტეტის სოფელ დირბში მდებარე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და მისმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს. შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, რომლის ფარგლებშიც უკვე შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით. სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებაში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს, ჯამში კი, 150 ბავშვს მოემსახურება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება. ,,მალე სოფელ დირბში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება და ადგილობრივ პატარებს განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა ექნებათ. სკოლამდელ აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების განვითარებისთვის და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. გარდა დირბის ბაღისა, წელს 40-ზე მეტი საბავშვო ბაღი გარემონტდება, ხოლო აშენდება 5 ახალი საბავშო ბაღი“,- აღნიშნა რწმუნებულმა.