17 აპრილი 2019
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი გორში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს. მინისტრის მოადგილემ ის პროექტები და პროგრამები გააცნო, რაც მათი საცხოვრებელი თუ სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნითაა დაგეგმილი. ,,დევნილთა საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე სწორედ ამ მიმართულებას კურირებს და მუდმივი კონტაქტი აქვს დევნილ მოსახლეობასთან, ჩვენი მიზანია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ამ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული პროექტები განვახორციელოთ." - აღნიშნა რწმუნებულმა. მისივე თქმით, წელს დაგეგმილია დევნილებისთვის 60 ბინის გადაცემა სურამსა და გორში. ასევე, მიმდინარეობს კარალეთის ჩასახლებაში და ახალსოფლის დევნილთა დასახლებამდე მისასვლელი გზების ასფალტირება .
აღსანიშნავია, რამდენიმე ხნით ადრე გიორგი ხოჯევანიშვილის დევნილებთან შეხვედრისას ადგილობრივებმა საბავშვო ბაღის საჭიროების საკითხი დააყენეს, მიმდინარე წელს კი ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.