Logo

კამპანიის ,,აჩუქე წიგნი" ფარგლებში ტირძნისის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

23 აპრილი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვებსა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
 
,,გარდა იმისა, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღინიშნება, მნიშვნელოვან და სასარგებლო აქციას - წიგნების ჩუქების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. წიგნი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალებაა და ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან აუცილებელია წიგნიერების პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნითა და დღევანდელი კამპანიის ფარგლებში დღეს, ტირძნისის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადავეცით. სკოლა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალდა, შესაბამისად განადგურდა სკოლის ბიბლიოთეკაც. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს საჩუქარი." - აღნიშნა რწმუნებულმა.