Logo

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები დამატებითი ხელშეწყობით ისარგებლებენ

27 აპრილი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ნიქოზში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა მოინახულეს.

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის “დანერგე მომავალი” ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში მეურნეობა შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები დამატებითი ხელშეწყობით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის ცვლილებები შევა პროექტში " დანერგე მომავალი". მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ცვლილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად მინიმალური ფართობი იქნება 0,5 ჰა. ასევე, თანადაფინანსების კონპონენტში ნეგრებზე 70%-იანი, ხოლო სარწყავ სისტემაზე 50%-იანტი თანადაფინანსებით ნაცვლად, გამყოფ ხაზთან ბაღის გაშენებისთვის ფერმერი 80%-იან და 60%-იან თანადაფინანსებად მიიღებს.

ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსგან ნაცვლად 40%-იანი გრანტისა, მიიღებს 50-% გრანტს - არაუმეტეს 600,000 ლარისა.